საქართველოს ეროვნული კინოცენტრის თანამშრომლები აქციას მართავენ. ისინი ამ დრომდე ითხოვენ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნულ კობა ხუბუნაიასთან შეხვედრას, თუმცა უშედეგოდ. აქცია კინოცენტრის წინ იმართება, შემდეგ კი შეკრებილები ჭიათურელი მაღაროელების პროტესტს შეუერთდებიან.