მაღაროელთა პროტესტი საქართველოს პარლამენტთან გრძელდება. ისინი ხელფასის 20%-ით გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მათი განცხადებით, დღეს მშვიდობიანი მსვლელობა „ჯორჯიან მანგანეზის“ მთავარი ოფისის მიმართულებით 16:00 საათზე დაიწყება, საღამოს 6 საათზე კი აქცია კვლავ პარლამენტთან გაგრძელდება.