საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი ოპოზიციური პარტიები საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საჭიროებაზე საუბრობენ. განცხადებაში, რომელიც მათ ნატოს წევრ ქვეყნებს გაუგზავნეს, აღნიშნულია, რომ ნატო-ს წევრობა საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა, სუვერენიტეტის, დემოკრატიისა და ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცების უმთავრესი გარანტია. ოპოზიციონერი დეპუტატების შეფასებით, სამწუხაროა რომ აღნიშნულ განცხადებას მმართველი გუნდი არ შეუერთდა.