აგროტურისტულ და ღვინის ტურიზმის სფეროში მოქმედი სუბიექტებისთვის შესაძლოა, საგადასახადო შეღავათები დაწესდეს. საგადასახადო შეღავათი იმ პირებს შეეხება, რომელთა წლიური შემოსავალი 500 000 ლარს არ აღემატება. უმრავლესობის დეპუტატების ინიციატივით პარლამენტში წარდგენილია კანონის პროექტი, რომლის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება აგროტურისტული და ღვინის ტურისტული საქმიანობის ფარგლებში პირის მიერ მიღებული შემოსავალი და გაცემული ხელფასი, შესაბამისი სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში.
ამავე პროექტით, ასევე მოგების გადასახადისაგან თავისუფლდება, აგროტურისტული და ღვინის ტურისტული საქმიანობების სუბიექტების საქმიანობის ფარგლებში პირის მიერ მიღებული მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები.