საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი 316%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის იანვარ-მაისში ექსპორტზე 795 მლნ დოლარის ღირებულების მანქანა გავიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 191 მლნ დოლარის. წლევანდელი ექსპორტი ფაქტობრივად, ყველა დროის რეკორდული მაჩვენებელია.
Top-10 ქვეყანას შორის, სადაც მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი განხორციელდა პირველ ადგილზეა აზერბაიჯანი, შემდეგ მოსდევს ყაზახეთი, ყირგიზეთი, სომხეთი და რუსეთი. რაც შეეხება იმპორტს, საქსტატის მონაცემებით 2023 წლის იანვარ-მაისში საქართველოში მილიარდ 15 მილიონი დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილების იმპორტი განხორციელდა, რაც ასევე, რეკორდული მაჩვენებელია