დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს, ადმინისტრაციული სასჯელის სახით, წინასწარი შეთანხმების გარეშე ქვეყნის პარლამენტის შენობაში შესვლის უფლება წაერთვა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საპარლამენტო კომისიის დასკვნა, რომლის თანახმად ყოფილმა პრემიერმა „განზრახ შეიყვანა შეცდომაში“ დეპუტატები პანდემიის დროს დაუნინგ სტრიტზე წვეულების ჩატარებასთან დაკავშირებით.
დიდი ბრიტანეთის პარლამენტის დისციპლინარული კომიტეტის დასკვნები, რომელიც ბორის ჯონსონი სიცრუეში ამხელა, თემთა პალატამ მხარი ხმათა უმრავლესობით დაუჭირა. მომხრე 354 პარლამენტარი იყო, წინააღმდეგ კი 7 წავიდა.