უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესია გრძელდება. უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუსულ ძალებს შორის, გასული დღის განმავლობაში, 4 მიმართულებით 45 საბრძოლო შეტაკება მოხდა.
გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ იმ ადგილებს, სადაც რუსების პირადი შემადგენლობა იყო განლაგებული 15 დარტყმა მიაყენა. მათივე ცნობით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, 1 010 რუსი ჯარისკაცი მოკლეს და რუსული ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგებმა უკრაინაში 221 460-ს მიაღწია.
ამ დროისთვის ფრონტის ხაზის ეპიცენტრად ისევ დონეცკის ოლქი რჩება.