პარლამენტმა სუროგაციასთან დაკავშირებულ ინიციატივაზე მუშაობა დაიწყო. კანონპროექტზე ჯანდაცვის უწყება, ექსპერტები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც 2024 წლიდან უნდა ამოქმედდეს, სუროგაცია-დონაციის მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის დაშვებას ითვალისწინებს. მთავრობა თვლის, რომ ეს ბავშვებით უკანონო ვაჭრობისა და ქალების ტრეფიკინგის რისკებს შეამცირებს.