„არა რუსულ მთავრობას - სამოქალაქო დაუმორჩილებლობა“ ამ სახელწოდებით, დღეს პარლამენტთან კიდევ ერთი აქცია გაიმართება. ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერები ადგილზე 20 საათზე შეიკრიბებიან. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ისინი მოსახლეობის დაშინებას, თავისუფალი სიტყვის ჩახშობას, ქვეყნის რუსეთიფიკაციას და უმუშევრობას აპროტესტებენ.