ატლანტიკის ოკეანეში გაუჩინარდა წყალქვეშა ნავი, რომელსაც "ტიტანიკის" ჩაძირვის ადგილას ტურისტები გადაჰყავდა. დაწყებულია სამძებრო-სამაშველო ოპერაცია. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი ადამიანი იმყოფებოდა წყალქვეშა აპარატში. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ხომალდზე ხუთი ადამიანი- კაპიტანი, გიდი და სამი ტურისტი იმყოფებოდა.
კომპანია Ocean Gate Expeditions-მა დაადასტურა „ტიტანიკის“ დაღუპვის ადგილას ჩაშვებისთვის განკუთვნილი წყალქვეშა აპარატის გაუჩინარება.
საექსპედიციო კომპანიაში განაცხადეს, რომ ხომალდს წყალქვეშ ყოფნა დაახლოებით 96 საათის განმავლობაში შეუძლია, თუმცა უცნობია, წყალქვეშა ნავი ისევ წყლის ქვეშაა თუ ზედაპირზე ამოცურა და ხმელეთთან დაკავშირებას ვერ ახერხებს.