უკრაინის რამდენიმე ოლქში, მათ შორის კიევში, საჰაერო განგაში გამოცხადდა. უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა მოქალაქეებს მოუწოდა, სიფრთხილე გამოიჩინონ და საჰაერო განგაშის სიგნალი უგულებელყონ.
კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინსტრაციის ინფორმაციით, დედაქალაქში საჰაერო თავდაცვა ამოქმედდა.
ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსულმა ძალებმა სარაკეტო იერიში განახორციელეს. მათი სამიზნე კომუნიკაციები, სასოფლო-სამეურნეო ქონება და აღჭურვილობა იყო. ჯერჯერობით, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, აფეთქებების ხმები ისმოდა ლვოვშიც. მოგვიანებით, ლვოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსებმა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტს დაარტყეს. მისივე თქმით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.