ქეით მიდლტონის მორიგი სტუმრობა ბავშვთა ადრეული განვითარების ცენტრში დასამახსოვრებელი გამოდგა. მწვანე ყვავილებიან კაბაში გამოწყობილი უელსის პრინცესა ბედნიერებისგან ბრწყინავდა, როცა მის შესახვედრად მომზადებული პატარები დაინახა. ქეითი ჯერ ცენტრის გარეთ მყოფ პატარებს შეხვდა, შემდეგ კი ცენტრში გადაინაცვლა, სადაც ემოცია და სიხარული ვერ დამალა პატარა ბიჭის მიმართ, რომელსაც მისი საყვარელი საფეხბურთო გუნდის „ასტონ ვილას“ მაისური ეცვა.
ქეითმა ბავშვებისგან სამახსოვრო ბარათები, ყვავილები და უამრავი ბარათი მიიღო. თავის მხრივ მთელი ვიზიტის მანძილზე, უელსის პრინცესას სახიდან ღიმილი არ მოსცილებია.