ბიონსემ მსოფლიო ტურნეს ფარგლებში მორიგი გრანდიოზული კონცერტი ბერლინში გამართა, სადაც მან თავისი გამორჩეული კოსტიუმებით ფურორი მოახდინა. ყველაზე შთამბეჭდავი სპეციალურად ბიონსესთვის შექმნილი „ჯორჯ ჰობეიკას“ ულამაზესი კოსტიუმი ეცვა.
ეს გახლავთ ვერცხლისფერი კრისტალებით შექმნილი კოსტიუმი, რომელიც მარგალიტებით იყო გაფორმებული. ამ ულამაზეს კოსტიუმს ბონსემ სვაროვსკის სამკაულები შეუხამა.
Renaissance World Tour ბიონსეს პირველი მასშტაბური ტურნეა ხუთწლიანი პაუზის შემდეგ. წინა კონცერტებზე ის ქართველი დიზაინერის, დევიდ კომას კოსტიუმებში გამოდიოდა.