სააგენტო Mother London-ის მიერ Greenpeace-ისთვის შემუშავებული კამპანია, სახელწოდებით Don’t Stop, კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ მებრძოლი აქტივისტების ჰიმნად იქცა. ეს არის ზღაპარი იმის შესახებ, თუ როგორია ახალგაზრდად ყოფნა იმ სამყაროში, რომელიც გლობალური ცვლილებების წინაშე დგას და ხალხი უკეთეს მომავალზე ოცნებობს.
სიუჟეტი მდიდრულ წვეულებაზე ვითარდება, რომელიც შამპანურით და უამრავი სტუმრითაა სავსე. ღამის განმავლობაში კი ზეიმი სულ უფრო უკონტროლო ხდება, რაც ზოგიერთ ადამიანში შეშფოთებას იწვევს. რეალურად, ეს ძალიან მძიმე მეტაფორაა კორპორაციებისა და იმ პიროვნებებისა, რომლებიც ისე მართავენ წვეულებებს, თითქოს ხვალინდელი დღე არ არსებობდეს — კლიმატის ცვლილებების საფრთხეს კი სრულად უგულებელყოფენ.