ნატოს გენერალურმა მდივანმა დასავლეთის დემოკრატიების უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამი პრიორიტეტი დაასახელა.
ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის აზრით, ამ პრიორიტებიდან პირველი არის უკრაინისთვის დახმარების გაგრძელება რუსული აგრესიის წინააღმდეგ.
„ამჟამად ჩვენ უსაფრთხოების კრიტიკულ მომენტს განვიცდით. დიდი მსოფლიო ძალების შორის კონკურენცია იზრდება.
პუტინმა დააბრუნა ომი ევროპაში. ცივი ომის შემდეგ რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობების იმედი გვქონდა. თანდათან რუსეთის პრეზიდენტის ქცევაში აგრესიული ტენდენციის შედეგად ეს იმედები გაქრა“, - განაცხადა ნატოს ხელმძღვანელმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნული ტენდენცია ჯერ საქართველოში რუსეთის ჯარის შეჭრის დროს გამოვლინდა, შემდეგ კი - რუსული არმიის ქმედებებში სირიაში (ალეპოში), ყირიმში და დონბასზე.
„უკრაინაში ფართომასშტაბიანმა შეჭრამ კი საბოლოოდ წაშალა ნებისმიერი ილუზია რუსეთთან კონსტრუქციულ თანამშრომლობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.