იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო-ს ლიდერები ვილნიუსის სამიტზე უკრაინას ალიანსში გასაწევრიანებლად ოფიციალურად არ მიიწვევენ. მისი თქმით, სამართლიანი მშვიდობის მიღწევა კონფლიქტის გაყინვას და რუსეთის მიერ ნაკარნახევი შეთანხმების მიღებას არ ნიშნავს. სტოლტენბერგმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას აქვს უფლება გაათავისუფლოს საკუთარი მიწები და ახლა კონტრშეტევა მიმდინარეობს. მანვე აღნიშნა, რომ რაც უფრო მეტი ტერიტორიის გათავისუფლებას შეძლებენ უკრაინელები, ის მოლაპარაკების მაგიდასთან მით უფრო ძლიერი იქნება.