უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის განცხადებით, დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტთან მესაზღვრეებმა რუსეთის ჯარის საბრძოლო კომპლექტით საველე საწყობი გაანადგურეს.
„მესაზღვრეები ცეცხლით და აფეთქებებით აგრძელებენ ბახმუტთან რუსული ჯარის ლოგისტიკის განადგურებას. აეროდაზვერვამ აღმოაჩინა, ხოლო ნაღმმტყორცნელებმა განახორციელეს დარტყმა საველე შემადგენლობაზე, სადაც რუსი სამხედროები საბრძოლო კომპლექტის კონცენტრირებას ახდედნენ“, - ნათქვამია განცხადებაში.
სასაზღვრო სამსახურის თანახმად, ერთ-ერთი ნაღმი საწყობში მოხდა და აფეთქება გამოიწვია. შედეგად განადგურებულია საწყობი, საფორტიფიკაციო ნაგებობა და ორი რუსი სამხედრო.