აფხაზეთი მზადაა საქართველოსთან ურთიერთობებში სიტუაციის ნებისმიერი განვითარება დაუშვას – ამ განცხადებას რია ნოვოსტისთან ინტერვიუში რუსეთში აფხაზეთის ე.წ ელჩი აკეთებს. მისივე თქმით, სამხედრო სწავლებებს აფხაზეთი სწორედ საფრთხეების გამო ატარებს. დე ფაქტო ელჩი ამბობს, რომ საქართველოსთან დიალოგის პერსპექტივა არ ჩანს, რადგან თბილისი მზად არ არის, ძალის გამოუყენებლობაზე დოკუმენტს ხელი მოაწეროს