უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა „უკრაინსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ქვეყანას სურს ნატო-ს შემდეგი წევრი გახდეს, მას მერე, რაც შვედეთი ალიანსს შეუერთდება. მისი თქმით, ნატო-სა და ევროკავშირის ქვეყნები ნებისმიერ გადაწყვეტილებას კონსენსუსით იღებენ და ყველა წევრს შორის კონსენსუსის მისაღწევად, უკრაინამ მინიმუმ გარკვეული შესაბამისობა და პოტენციური პროგრესი უნდა აჩვენოს. სტეფანჩუკი მიიჩნევს, რომ პარტნიორების გადაწყვეტილების საფუძველი სწორედ ეს იქნება.