სასამართლომ უცხოელი მოქალაქეების დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე სამი პირი დამნაშავედ ცნო.
მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ საქართველოსა და ნიგერიის მოქალაქეები უცხო ქვეყნის პირებს მომგებიანი ინვესტიციის ცრუ პირობებით, ათეულობით ათასი ლარის ეკვივალენტი უცხოური ვალუტა გადმოარიცხინეს. საერთო ჯამში, მათ 1 მილიონი ლარის ლეგალიზაცია მოახდინეს.
თითოეულ ბრალდებულს თანამშრომლობის ხარისხის შესაბამისი სასჯელი განესაზღვრა, ასევე ჯამში 67 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრათ.