"ქართული ოცნება" ქვეყნის მასშტაბით, პარტიულ კონფერენციებს განაგრძობს. დღეს პარტიის თავმჯდომარე და უმრავლესობის წევრები გორში იმყოფებიან. კონფერენციის ფარგლებში, აირჩიეს საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე და ბიუროს წევრები. გასვლითი ღონისძიებები მიზნად ისახავს პარტიის სტრუქტურულ გაძლიერებას. კონფერენცია ხვალ ხაშურში, კასპსა და ქარელში გაგრძელდება.