ფრანკლინის კლუბისა და ოპოზიციის წინააღმდეგ გახშირებულ ძალადობრივ ქმედებებს ოპოზიციონერი დეპუტატები ეხმაურებიან. ხელისუფლების ოპონენტები ძალადობის შემთხვევებს წინასაარჩევნო მობილიზაციად აფასებენ და ამაში მმართველ პარტიას ადანაშაულებენ. ამის საპასუხოდ, ხელისუფლების წარმომადგენლები რევოლუციურ სცენარზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ქვეყანაში არეულობის მოწყობის უფლებას არავის მისცემენ.