ვაკის პარკის საქმე დასკვნით ეტაპზეა. სასამართლო ლაშა ფურცხვანიძისა და კიდევ 8 პირის მიმართ წარდგენილ ბრალზე მსჯელობს. ფურცხვანიძის ადვოკატის განცხადებით, წინა პროცესზე პროკურორმა დაცვის მხარის მტკიცებულებები ”უდავოდ” მიიჩნია. ადვოკატი ამტკიცებს, რომ ამის ლოგიკური გაგრძელება ბრალდებულთა უდანაშაულოდ გამოცხადება იქნებოდა. უფლებადამცველი გამამართლებელ განაჩენს ელოდება.