“ნაციონალური მოძრაობის” გარშემო ოპოზიციური პარტიების გაერთიანების შესახებ ლევან ხაბეიშვილი საუბრობს. მისი განცხადებით, უახლოეს მომავალში საზოგადოება ოპოზიციის დიდ გაერთიანებას ნახავს. ხელისუფლების ოპონენტთა ნაწილი პროდასავლურ ძალებთან თანამშრომლობისთვის მზად არის, მეორე ნაწილი კი „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას არ ეთანხმება. ხელისუფლება კი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციის გაერთიანებას შედეგი არ ექნება.