იტალია სანაპირო წყლებში სუპერიახტების რაოდენობით რეკორდსმენი გახდა. Bloomberg-ის ივნისის მონაცემებით, იტალიის წყლებში 259 იახტა დაგროვდა, რაც სამი თვის წინანდელ რაოდენობაზე სამჯერ მეტია. ამ მონაცემით იტალიამ საბერძნეთს ოდნავ გადაუსწრო. მეორე ადგილზე სწორდ საბერძნეთია.
Bloomberg-ის მონაცემებით, ქვეყნის წყლებში 235 გემი დაგროვდა. მესამე პოზიციაზე საფრანგეთია, სადაც 217-მა იახტამ შეცურა. მას კი 159 იახტით აშშ მოსდვს, შემდეგი არის ესპანეთი და თურქეთი.