რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვალუისკის ურბანული რაიონი დაბომბეს, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაშავდა. მისი თქმით, დაზიანებულია ხუთი კორპუსი და ოთხი კერძო სახლი. ერთ-ერთ ოჯახში დამხმარე შენობა კი იწვის.
ადგილზე ოპერატიული სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებიან და მიმდინარეობს დაზიანების მონაცემების დაზუსტება.