გაერო-ში აცხადებენ, რომ რუსეთი ორგანიზაციის წარმომადგენლებს კახოვკას ჰესის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის საშუალებას არ აძლევს.
გაეროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ორგანიზაცია საჭირო წვდომის მოსაძიებლად ჩართულობას გააგრძელებს.
გაერომ რუსეთის ხელისუფლებას, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად მოქმედებისკენ მოუწოდა.