კორუფციის პრევენციის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო შეხვედრების მორიგი ეტაპი დასრულდა. შეხვედრაზე მცხეთა-მთიანეთის თვითმმართველობის წარმომადგენლებს ანტიკორუფციული სააგენტოს საქმიანობა გააცნეს. მათ ინფორმაცია ისეთ საკითხებზე მიაწოდეს, როგორიცაა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და პრევენციული ღონისძიებები, ასევე ინტერესთა შეუთავსებლობა და კორუფციული დანაშაულის გამოძიება. პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელდა.