სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პეკინში გამართა გულწრფელი, არსებითი და კონსტრუქციული მოლაპარაკებები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის (PRC) სახელმწიფო მრჩეველთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან ცინ განგთან, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
უწყების ცნობით, სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა დიპლომატიის მნიშვნელობას და კომუნიკაციის ღია არხების შენარჩუნების მნიშვნელობას.
„სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა დიპლომატიისა და კომუნიკაციის ღია არხების შენარჩუნების მნიშვნელობას, რათა შემცირდეს არასწორი აღქმისა და არასწორი გაანგარიშების რისკი. სახელმწიფო მდივანმა წამოაყენა არაერთი შემაშფოთებელი საკითხი, ასევე ისაუბრა ჩინეთთან საერთო ტრანსნაციონალურ საკითხებზე თანამშრომლობის შესაძლებლობაზე, სადაც ჩვენი ინტერესები შეესაბამება. სახელმწიფო მდივანმა ნათლად აჩვენა, რომ შეერთებული შტატები ყოველთვის მხარს დაუჭერს ამერიკელი ხალხის ინტერესებსა და ღირებულებებს და იმუშავებს თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად ჩვენი ხედვის გასაუმჯობესებლად მსოფლიოზე, რომელიც არის თავისუფალი, ღია და იცავს საერთაშორისო წესებზე დაფუძნებულ წესრიგს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ენტონი ბლინკენმა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონში დისკუსიების გასაგრძელებლად მიიწვია და შეთანხმდნენ, რომ ვიზიტი ორმხრივად შესაფერის დროს დაგეგმონ.