"დაიცავი შენი მიკედლებული" - ამ ლოზუნგით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილზე ცხოველთა უფლებების დამცველებმა კანონის გამკაცრება მოითხოვეს.
აქციის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ ისინი ყველა იმ პირის დასჯას ითხოვენ, ვინც მიუსაფარ ცხოველებს სასტიკად ეპყრობა. მათ ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდეს, რომ ბოლო დღეებში ცხოველების მიმართ გავრცელებული ძალადობის ფაქტებზე ყველა დამნაშავე დააკავონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი აქციების გაგრძელებთ იმუქრებიან.