ივლისში საქართველოში საგასტროლოდ ჩამოდის ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლი „ფესვები“ ნიუ ორკიდან, რომელიც სრულად დაკომპლექტებულია ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტი ბავშვებით. ინფორმაციას ანსამბლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
„ფესვები“ 9 ივლისს 17:00 საათზე ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გალა კონცერტს ჩაატარებს, 15 ივლისს კი ყაზბეგში უფასო კონცერტი გაიმართება.
ანსამბლი „ფესვები“, რომელიც ეწევა ქართული კულტურის პოპულარიზაციას საზღვარგარეთ, ქალაქ ნიუ-იორკში 2001 წელს სამხატვრო ხელმძღვანელების, შორენა ბარბაქაძისა და ვანო გოდერძიშვილის მიერ დაარსდა. მოგვიანებით დაემატა ქართულის, სიმღერის, ჭადრაკის, ხატვის წრეები და ჩამოყალიბდა კულტურის ცენტრად. დღესდღეობით ფუნქციონირებს "ფესვების" ფილიალები ბრუკლინში, ნიუ ჯერსიში და ნიუ-იორკის შტატებში და აერთიანებს ასობით წევრს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.