ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ანიმაციური შოუ, ავატარი: ჰაერის უკანასკნელი მბრძანებელი, ნეტფლიქსზე სერიალის სახით ბრუნდება. სერიალი, რომელსაც წლებია, სულმოუთქმელად ველოდებით, 2024 წელს გამოვა. ახლა კი ნეტფლიქსმა რამდენიმე მთავარი პერსონაჟი გაგვაცნო.
აანგის როლს გორდონ კორმიე ასრულებს, კატარას როლს — კიავენტიიო, სოკას პერსონაჟს იენ ოუსლი განასახიერებს, ხოლო ზუკოს როლში დალას ლიუს ვიხილავთ.
უკვე რა ხანია, ცნობილია სხვა მთავარი პერსონაჟების როლის შემსრულებლებიც. აზულას როლს ელიზაბეთ იუ შეასრულებს, რაც შეეხება კიოშის მეომრების შეუპოვარ და უშიშარ ლიდერს, სუკის — სერიალში მის როლს მარია ჩჟანი მოირგებს. ცეცხლის მბრძანებელი ოზაის როლში კი, არც მეტი, არც ნაკლები, დაკარგულების მსახიობ დენიელ დაი კიმს ვიხილავთ.
ნეტფლიქსმა ფოტოებთან ერთად თიზერიც გაავრცელა, რომელშიც სხვადასხვა სტიქიის ელემენტების ტომების სიმბოლოებს ვხედავთ.