ჭიათურაში გაფიცულმა მაღაროელმა თვალები ამოიკერა. მან პროტესტის ამ ფორმას მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო მიმართა. ჭიათურაში მაღაროელთა პროტესტი მეცმეტე დღეა გრძელდება. ათი გაფიცული კი რამდენიმე დღეა შიმშილობს, მათგან ერთ-ერთს პირი აქვს ამოკერილი. მაღაროელები კომპანიისგან ხელფასის გაზრდას და ახალი გრაფიკის გადახედვას მოითხოვენ.
გაფიცულ თანამშრომლებსა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის რამდენიმე შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.
მედიაციის პროცესში ჩართულია სახალხო დამცველი და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი.