ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელებს მამების დღე მიულოცა. მამების დღესთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო გამოაქვეყნა.
"მამა… ეს სიტყვა ყოველ დღე მილიონჯერ გაისმის, და ყოველთვის მასში დაცვა, სიძლიერე და უსაზღვრო სიყვარული ისმინება. მამების დღეს უკრაინელ მამაკაცებს მინდა ვუსურვო, რაც შეიძლება ხშირად ესმოდეთ ეს სიტყვა „მამა!“ ჩვენს მამებს კი ჯანმრთელობა და დღეგრძელობა მინდა ვუსურვო. ასევე მინდა, რომ თითოეული მამა, რომელიც დღეს მოწინავე ხაზზე იმყოფება, დაბრუნდეს სახლში", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ასევე ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ყველა უკრაინელ ჯარისკაცს:
"მადლობა თითოეულ უკრაინელ მამას, თითოეულ უკრაინელ ოჯახს ჩვენი მაგარი და მამაცი მებრძოლებისთვის, რომლებმაც შეძლეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვა და დღესაც იბრძვიან უკრაინის სიცოცხლისთვის!".