,,ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი, ლუკა შველიძე, პოლიციაში გამოკიხთვაზე იმყოფება. საქმე ეხება თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტში გუშინ მომხდარ ფაქტს, რა დროსაც რამდენიმე ადამიანმა ლუკა შველიძეზე ფიზიკურად იძალადა. ადვოკატის განცახდებით, რადიკალური ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებმაც მშვიდობიანი აქციის მონაწილეები კიბიდან დააგორეს, სამართალდამცველებს ამ დრომდე არ გამოუკითხავთ. ისინი პროკურატურას მოუწოდებენ, ყველა პასუხისმგებელი პირი რაც შეიძლება სწრაფად დაისაჯოს. თბილისის პოლიციის სამმართველოსთან მივიდა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილიც.