უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაადასტურა, რომ ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში რუსების კუთვნილი საბრძოლო მასალის საწყობი გაანადგურეს.
„როგორც ჩანს, ნახეთ შეიარაღებული ძალების მოქმედება სოფელ პარტიზანში, ნახეთ საბრძოლო მასალის ცეცხლმოკიდებული საწყობები. მეთაურმა უკვე მადლობა გადაუხადა ბიჭებს კარგი მუშაობისთვის. ნაკლები საბრძოლო მასალა, ნაკლები ცეცხლი (საუბარია მტრის მიერ არტილერიის გამოყენებაზე)“, - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის პრესსპიკერმა იური იგნატმა.
შეგახსენებთ, დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში რუსების კუთვნილ საბრძოლო მასალების საწყობში აფეთქებები მოხდა.