საფრანგეთში, სავოიას დეპარტამენტში, ლიონ-ტურინის დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტებისა და პოლიციელების შორის შეტაკებები მოხდა. შეტაკებების დროს სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ჟერალდ დარმანენის განცხადებით, დაშავებულია 12 პოლიციელი და 1 დემონსტრანტი. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, აქციაში ოთხი ათასამდე დემონსტრანტი იღებდა მონაწილეობას. აქციის მონაწილეთა მტკიცებით, რკინიგზის მშენებლობა უარყოფით ზეგავლენას ახდენს ეკოლოგიაზე. ლიონ-ტურინის დამაკავშირებელი მაღალჩქაროსნული რკინიგზა ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება. ლიანდაგის 70% საფრანგეთის ტერიტორიაზე გაივლის, ხოლო 30% – იტალიის. მარშრუტის საერთო სიგრძე 270 კმ შეადგენს.