გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის საჰაერო ძალის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ ორი დამრტყმელი ვერტმფრენი Ка-52 და ოთხი დამრტყმელი ირანული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა. უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურობის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ ჩამოგდებულია შვიდი სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი. საჰაერო ძალების თვითმფრინავებმა ათობით გაფრენა განახორციელა რუსეთის სამხედრო პოზიციებზე. განხორციელდა სულ 20-ზე მეტი საავიაციო დარტყმა, მათ შორის, 14 დარტყმა პირადი შემადგენლობის დისლოცირების ადგილებზე. განადგურებულია 2 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი.