გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მხარდაჭერით ახალი პროექტი იწყება . პროექტის განხორციელების შედეგად, მოხდება გარემოს დაცვის საკითხებში ჩართული სახელმწიფო უწყებების, საწარმოო და გადამმუშავებელი სექტორის შესაძლებლობების გაძლიერება, რაც ხელს შეუწყობს ინდუსტრიული მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების ეტაპობრივ შემცირებას. პროექტს გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით განახორციელებენ.