გიორგი გახარიას პარტია ნაციონალურ მოძრაობასთან არანაირ პოლიტიკურ ერთობას არ განიხილავს - პარტია საქართველოსთვის წევრები ამბობენ, რომ სააკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ქვეყანაში პოლარიზაციის გაზრდასა და ქართული ოცნების გუნდის ძალაუფლებაში დარჩენას ემსახურება. ყოფილი პირველი პირის პოლიტიკური გეგმების შესახებ ნეიტრალური პოზიცია აქვს ოპოზიციის მეორე ნაწილს. ამბობენ, რომ სააკაშვილის სურვილის შემთხვევაში აქვს უფლება ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობა მიიღოს.