ესპანურმა საქველმოქმედო ორგანიზაცია Open Arms-მა ხმელთაშუა ზღვაში 117 მიგრანტი გადაარჩინა.
Reuters-ის ინფორმაციით, მიგრანტები ევროკავშირის ტერიტორიაზე შეღწევას ხის ნავით ცდილობდნენ. გადარჩენილებს შორის სუდანისა და ლიბიის მოქალაქეები არიან. მათგან 25 ქალია, ერთი კი - 3 წლამდე ბავშვი.
ორგანიზაციამ სამაშველო ოპერაცია საერთაშორისო წყლებში, ლიბიის სანაპიროდან 30 კილომეტრის დაშორებით ჩაატარა. მათივე ინფორმაციით, სიღარიბისა და კონფლიქტებისგან თავის დაღწევის მიზნით ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებიდან ყოველწლიურად ევროპაში მოხვედრას ათასობით მიგრანტი ცდილობს.