უპრეცედენტო სოლიდარობისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის შედეგად დიდ დიღომში გაუჩინარებული 11 წლის გოგო იპოვეს. ბავშვი სახლში ჯანმრთელი და უვნებელი დაბრუნდა. მოქალაქეები სამართალდამცველებთან ერთად მოზარდს გასულ ღამეს რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ.