თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ლექციას ატარებდა ხმაური იყო. ერთმანეთს ახალგაზრდები დაუპირისპირდნენ, სიტყვიერი შელაპარაკება კი, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ინციდენტის დროს ერთ-ერთი ახალგაზრდა დაშავდა, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.