საქართველოს პარლამენტის ოპოზიციური პარტიების წევრები, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატები ნატოს წევრ ქვეყნებს ერთობლივი განცხადებით მიმართავენ. ამ წერილს ხელს არ აწერენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები. დეპუტატების ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა არის მთავარი ხელშემწყობი ფაქტორი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დემოკრატიულ გარდაქმნაში. წერილის ინიციატორის - თეონა აქუბარდიას განმარტებით, ამ ნაბიჯით კიდევ ერთხელ დაფიქსირდება პოლიტიკური ნება და მხარდაჭერა ნატო-ში გაწევრიანებაზე. პარალელურად, ხელისუფლების ლიდერთა პოზიციით, ეს არის თამაში, რომელსაც არ უნდა აყვნენ.