რუსეთის სახელმწიფო აქტივები შესაძლოა, უკრაინას გადაეცეს. აშშ-ს პრეზიდენტი იმ რუსული აქტივების კონფისკაციისა და უკრაინისთვის გადაცემის უფლებას მიიღებს, რომლებიც ამჟამად შეერთებული შტატების ტერიტორიაზე არის გაყინული. როგორც ცნობილია, კანონპროექტს ორივე პარტიის მხარდაჭერა აქვს. აღნიშნული ინიციატივა სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში ერთდროულად შეიტანეს. დოკუმენტის ავტორები სენატორი ჯიმ რიში და Sheldon Whitehouse არიან.