საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, გიორგი ამილახვარი მასწავლებლებთან შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად, მინისტრი იმერეთის რეგიონის სხვადასხვა სკოლის 200-მდე მასწავლებელს შეხვდა. შეხვედრისას საუბარი შეეხო სასკოლო წიგნების გაუმჯობესებას, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს განვითარებას და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემას.