მეხის დაცემის დროს დაშავებული ვიცე-პოლკოვნიკის, გოდერძი აფრასიძეს ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარე გეგმური საველე სწავლების დროს დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 24-ე საარტილერიო ბატალიონის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ გოდერძი აფრასიძეს მეხი დაეცა.