11 და 12 ივლისს ნატო-ს წევრი ქვეყნების სახელმწიფო მეთაურები მიმდინარე წლის სამიტზე ვილნიუსში შეიკრიბებიან. დაგემილ სამიტზე უკრაინის თემა იქნება პრიორიტეტული. ჯერჯერობით უცნობია, როგორი იქნება საქართველოს დელეგაციის შემადგენლობა. ამ დროს, ქართული ოპოზიცია ნატოს წევრი ქვეყნებისთვის ერთობლივი წერილის გაგზავნას გეგმავს. როგორც ოპოზიციაში აღნიშნავენ, ამით ქართველი ხალხის პოლიტიკური ნება და ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერა კიდევ ერთზელ დაფიქსირდება.