ოკუპანტი ქვეყნის თავდასხმები უკრაინაზე გრძელდება. ქვეყნის გენერალური შტაბის ცნობით, გასულ 24 საათში რუსულმა ძალებმა უკრაინაზე, 5 სარაკეტო, 60 საჰაერო, ზალპური სისტემებიდან კი 80 შეტევა განახორციელეს. მძიმე ბრძოლების ეპიცენტრად კვლავ ბახმუტი და მარინკა რჩება.
ოკუპანტები უკრაინის ჯარის განლაგებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე თავდასხმებს განაგრძობენ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობითვე, დიდია მტრის დანაკარგებიც - ქვეყნის თავდაცვის ძალები რუსების იარაღისა და ცოცხალი ძალის განლაგების უბნებზე შეტევებს წარმატებით აგრძელებს.
ამავე ცნობით, უკრაინელებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთის 590 ჯარისკაცი, 24 დრონი და 19 საარტილერიო სისტემა გაანადგურეს.