ექიმის ინფორმაციით, ჯარისკაცის მდგომარეობა, რომელსაც გუშინ ორფოლოს პოლიგონზე მეხი დაეცა, კვლავ მძიმეა, თუმცა გარკვეული პარამეტრები დასტაბილურდა. ვიცე-პოლკოვნიკი გულის გაჩერებითა და დამწვრობით თბილისში გადმოიყვანეს. როგორც ექიმი აცხადებს, ჯარისკაცი ხელოვნურ სუნთქვაზეა.